დავით ჩიხელიძე: არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული – დღეს საქართველოში, “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს და ეს გზა დასავლეთმა უკვე გაიარა.

“არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია. შესაბამისად არასერიოზული და პროვოკაციულია განცხადება, რომ კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, ამით ისინი ამბობენ, ჩვენ წინასწარ განზრახვით დავარღვევთ კანონს, რაც საკმაოდ მძიმე ფაქტია.

გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის გზა, რომელიც დასავლეთმა უკვე გაიარა, აშშ-ი მსგავსი კანონის შედეგად კონგრესმენის გასამართლება მოხდა (რამდენიმე პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს)
საქართველოს შემთხვევაში საქმე უპრეცედენტო დანაშაულთან და უსინდისობასთან გვაქვს, მაგ: “გამჭვირვალობა საქართველო” 200 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსებას იღებს, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდა მოახდინოს, თვითონ კი გამჭვირვალობას ებრძვიან.

დღეს საქართველოში, “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.” – წერს დავით ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...