ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace-ს 660 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია Energy Transfer-ის სასარგებლოდ

ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუნების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, Greenpeace-ს, 660 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოს დამცველები Dakota Access-ის მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ, დაახლოებით ათი წლის წინ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან მომართულ ცილისწამებაში პასუხისმგებელი არიან.

ტეხასის შტატში დაფუძნებულმა Energy Transfer-მა, Greenpeace ასევე დაადანაშაულა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამოქალაქო შეთქმულებაში მილსადენის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს.

შტატის სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace იდგა „არაკანონიერი და ძალადობრივი სქემის მიღმა, რათა ფინანსური ზიანი მიეყენებინა Energy Transfer-თვის“

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი: არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას არ აბრალებს –...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი წარსული დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვას სახელმწიფო ინტერესების უკან მიმალვით ცდილობს. მისი...