ბათუმში, ზღვაში ორი კატერი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმის ზღვაში ერთმანეთს ორი კატერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომები დაშავდნენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, ბათუმში, ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.

„ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურისა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს...

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან...