თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს

ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ გარე ძალებს არ აინტერესებთ ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება, მათი სურვილია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.

მისივე თქმით, ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.

„ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს.
ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
ეს გზა მათ არაერთგზის გაიარეს, თან უშედეგოდ. გარე ძალები მართვის სადავეების ხელში ასაღებად მათ მხოლოდ დესტრუქციას სთავაზობს.

მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება, მათი სურველია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.
გარე დირექტივების სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესების მეორეხარისხოვნად ქცევა არის საზოგადოებისათვის სახეზე აფარებული სიმართლე – რომ ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.
მძიმე საყურებელია ასეთი შეხვედრებიდან გამოსული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურად გაფითრებული სახე რადგან გარე აქტორებისადმი გაწვდილი ხელი, საბოლოოდ მაინც ცარიელი რჩება“, – წერს მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები

დიმიტრი სამხარაძე: ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა...

ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ...

შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად...

ნინო ჟიჟილაშვილი, ეს სახელი და გვარი, ეს პერსონა, გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, რომელიც "ფორმულას" ჟურნალისტ ნინო...

ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“...

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ ბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიიღონ...

ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: „ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა“. ანჯაფარიძე იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“...