17 ოქტომბერი, შაბათი, 2026
17 ოქტომბერი, შაბათი, 2026

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-10 საიუბილეო სეზონს აღნიშნავს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, 30 სექტემბრიდან – 8 ოქტომბრამდე, მე-10 საიუბილეო სეზონს მუსიკის მოყვარულებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნავს.

ტრადიციულად, 9 დღის განმავლობაში, ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალის დაარსების დღიდან, მისი მთავარი მისიაა ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა ტალანტების მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას.

საიუბილეო ფესტივალი წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მსმენელს.

ცნობილი ხელოვანები უნივერსალური ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდებიან სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელსაც ლეგენდარული მაესტრო მიშელ სონი ჩაატარებს.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

ფესტივალის შესახებ ვრცლად ნახეთ ბმული

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...