ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე”

მწერალ ირაკლი კაკაბაძესა და სცენარისტ ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება. საქმე ეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში “საქართველოს დაბადება” ირაკლი კაკაბაძის სტუმრობას, როდესაც მწერალმა აღნიშნა, რომ ქეთი დევდარიანი უნიჭო, ვითომ სასაცილო სი@ობებს დგამს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში დევდარიანი კაკაბაძეს მიმართავს: “ამით გული მოფხანე ქოცებს?” რაზეც კაკაბაძემ მიუგო, რომ ის მის შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალები”, სწორედ ასე ფიქრობს.

“არ გეწყინოს, მაგრამ შენს შემოქმედებაზე მაგ აზრის ვარ. რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეს ამოჭრილია კონტექსტიდან, მაგრამ ეგრე ვფიქრობ “ცოლის დაქალებზე”. გამიხარდება თუ არ ვიფიქრებ. ისე, ყველა საპნის ოპერაზე მაგას ვფიქრობ. გული არ დაგწყდეს, მარტო არ ხარ. ისე, რაცხა მართლა წამომცდა. ნამდვილად ეგრე ვფიქრობ ყველა საპნის ოპერაზე. უბრალოდ შენ და უცნობი მაინც არ უნდა გახსენოთ ხოლმე. მაინც ახლობლების ახლობლები ხართ”, -წერს კაკაბაძე.

საპასუხოდ ქეთი დევდარიანი აღნიშნავს, რომ კაკაბაძეს მის ცხოვრებაში იმდენად დიდი როლი არ უკავია, რაიმე ეწყინოს.

“წყენით არ მწყინს, არ გაქვს მაგხელა როლი ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ, ამ კვირის ჩემზე ისტერიულ შემოტევაში ჰარმონიულად ჩაჯექი და მეთქი, ამას რაღაში გავახსენდი”, – პასუხობს დევდარიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა...

მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა...