საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

„ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და დაფინანსება,...

ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და დაფინანსება, იშვიათად მოქმედებენ ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და აქვთ ერთი სამიზნე - ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და...