აფხაზეთში ე.წ. პარლამენტში სროლისას ე.წ. დეპუტატი მოკლეს

აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ე.წ. დეპუტატი, ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, მომხდარის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა.

აფხაზური მედიის ცნობით კი, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი – კან კვარჩია. ის კლინიკაშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სროლაში ეჭვმიტანილი ასევე დე ფაქტო პარლამენტი წევრი – ადგურ ხარაზიაა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...