ანდრაშ ლასლო: აშშ-სა და ევროკავშირს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო. ამერიკის კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა გამოააშკარავა ევროკომისიის ცენზურის კომპლექსი, რომელსაც ის 2015 წლიდან აშენებდა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს უნგრელი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ.

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო.

„ამერიკის კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა გამოააშკარავა ევროკომისიის ცენზურის კომპლექსი, რომელსაც ის 2015 წლიდან აშენებდა. როგორი სულელები უნდა იყვნენ ევროპელი ლიდერები, რომ ცენზურის მხარეს დადგნენ. ნუთუ ასეთი სასოწარკვეთილები არიან და ასე ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის?“, – აღნიშნავს იგი.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაციის ცენზურის მიზნით, ევროკომისია სოციალურ მედიაპლატფორმებზე ზემოქმედებდა, სამიზნეში იღებდა ამერიკის პოლიტიკურ კონტენტს და ევროპის მასშტაბით, არჩევნებში ერეოდა. დოკუმენტში გამოაშკარავებულია ევროკომისიის მიერ პოლიტიკური ოპონენტების ცენზურა და ევროპის 6 ქვეყნის არჩევნებში ჩარევის ფაქტები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...