ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი შიო III-ს: დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერებისკენ

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერების გზაზე, გააძლიერებთ რა მართლმადიდებლურ ერთობას და მის დინამიკას თანამედროვე, ტანჯულ მსოფლიოში“, – აღნიშნულია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისალოც წერილში.

თავის წერილში მთავარეპისკოპოსმა იოანემ პატივი მიაგო აწ განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და მას „განსაკუთრებული სიდიადის იერარქი“ უწოდა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე საქართველოს ეკლესიას ხელმძღვანელობდა „სიბრძნითა და ურყევი რწმენით“.

„აწ განსვენებული უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ტახტის მემკვიდრეობა, თქვენს უნეტარესობას მისცემს წმინდა და მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რომელსაც, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ გააგრძელებთ შესაფერისი ლტოლვითა და ერთგულებით“, – წერს მთავარეპისკოპოსი იოანე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე...