2023 წლის ივლისის მონაცემებით, რუსეთიდან იაპონიაში მარცვლეულის იმპორტი, წინა წლის ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით, 5,680%-ით გაიზარდა

2023 წლის ივლისის მონაცემებით, რუსეთიდან იაპონიაში მარცვლეულის იმპორტი, წინა წლის ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით, 5,680%-ით გაიზარდა. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს იაპონიის ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.

ამასთანავე, 35,3%-ით შემცირდა თევზის იმპორტი, 30%-ით კი ბოსტნეულის იმპორტი.

რაც შეეხება რუსულ თხევად ბუნებრივ აირს, მისი იმპორტის მაჩვენებელი 53,6%-ით შემცირდა. ქვანახშირის იმპორტი შემცირებულია 72,9%-ით, ხოლო ფერადი ლითონების – 69,5%-ით.

საერთო ჯამში, რუსეთიდან იაპონიაში იმპორტის მოცულობა 69,6%-ით შემცირდა და 367,31 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იაპონიიდან რუსეთში ექსპორტს, ეს მაჩვენებელი 2023 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 347,85 მილიონი დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს. ჩიხელიძის შეფასებით,...