ევგენი პრიგოჟინი რუსეთში აჯანყების დაწყების მიზეზებს განმარტავს

ევგენი პრიგოჟინმა აჯანყების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მიზეზები განმარტა. მის დაახლოებით 12 – წუთიან აუდიო კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

პრიგოჟინის თქმით, კამპანიის მიზეზი „ვაგნერის“ დაშლის გეგმები იყო.

„ინტრიგების, არასწორად გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგად, ამ ერთეულს [ვაგნერს] უნდა შეეწყვიტა არსებობა 2023 წლის 1-ელ ივლისს“, – ნათქვამია მის შეტყობინებაში.

„ერთ დღეში გავიარეთ 780 კილომეტრი. დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი მოსკოვამდე. ადგილზე არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით დარტყმა მიგვეყენებინა საჰაერო ობიექტებზე. კამპანიის მიზანი იყო თავიდან აგვეცილებინა “ვაგნერის” განადგურება, ასევე, პასუხისგებაში მიცემა იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა „სპეცოპერაციის“ დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება“, – აღნიშნა პრიგოჟინმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...