ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი – ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო

ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო – განაცხადა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარია სლაზაკიმ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის“ გახსნაზე.

როგორც მარია სლაზაკიმ აღნიშნა, პირველი შეხება საქართველოს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ ჰქონდა და მაშინ არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი.

“მინდა მოგილოცოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრის სახელით. ეს ნამდვილად საამაყო მოვლენაა. თქვენც ძალიან ამაყი უნდა იყოთ. მე პირველი შეხება თქვენს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ მქონდა, მახსოვს მაშინ რამდენი პრობლემა მქონდა. არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი. ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო. თქვენი საადვოკატო ასოციაცია იყო და რჩება რეგიონში რეალურ ლიდერად არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც“, – განაცხადა მარია სლაზაკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...