4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

21-22 ივნისს შვედეთი ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალს უმასპინძლებს, სადაც ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ზეპირ მოხსენებას წარადგენს

შვედეთი 21-22 ივნისს ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალს უმასპინძლებს, სადაც ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ მოხსენებას წარადგენს.

როგორც მასპინძელი ქვეყნის, შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალი მინისტერიალთან დაკავშირებით წერილში წერს, ევროკავშირს უახლოეს წლებში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან მოუწევს ადაპტირება.

„ძლევამოსილი სახელმწიფოების კონკურენციის პირობებში, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოების გამტკიცება. ეს ამოცანა კი მოიცავს ევროკავშირის გაფართოებასაც“, – წერს ჯესიკა როსვალი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.