მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კარაპეტიანს ფულის გათეთრება და ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. საქმის მასალების მიხედვით, კარაპეტიანმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე „სომხეთის ელექტროქსელების“ ხელმძღვანელი იყო, კომპანიას დიდი მატერიალური ზარალია მიაყენა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კარაპეტიანის მიერ მიყენებული ზარალი 64 მილიარდ დრამზე მეტია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამარ ჩიბურდანიძე: ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ –...

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს მედიასთან აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის...