როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია ჰქვია – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები გაიდგა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმს.
„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია ჰქვია.
– “ნაცმოძი” იყო ორგანიზებული, დანაშაულებრივი, ფაშისტური რეჟიმი, რომლის მთავარი იდეოლოგიაც ძალადობაზე, შიშსა და ხალხის ჩაგვრაზე იდგა.
– დღეს ზოგიერთი ცდილობს ისტორიის გადაწერას, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, ნაცმოძრაობის აკრძალვასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას წლების განმავლობაში ითხოვდა თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი. დღეს კი, როდესაც ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა, ზოგიერთმა საკუთარი სიტყვები დაივიწყა.
– შეგახსენებთ რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები გაიდგა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმსა და მის კოლექტიურ გაგრძელებებს!“, – წერს სადღობელაშვილი.









