4 ივლისი, შაბათი, 2026
4 ივლისი, შაბათი, 2026

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

პირველი უცხო ენის, ინგლისური ენის სწავლება სკოლებში 1-ელი კლასიდან აღარ დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში.

„ინგლისური არ დაიწყება 1-ელი კლასიდან, მაგრამ ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში, სადაც გაიზარდა ინგლისური ენის საათი”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში.

ქართულენოვან სკოლებში, ინგლისური ენის სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები