აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში გასამართ ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ გააკრიტიკა.
თეთრი სახლის ლიდერმა თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკა ნატოში „ცალმხრივი გზით“ მოძრაობს.
„აშშ-თვის აბსურდულია ამ ცალმხრივი გზით მოძრაობის გაგრძელება, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის. ისინი ჩვენს გვერდით არ იდგნენ!!!“, – დაწერა ტრამპმა.
ტრამპმა თავის პოსტს სურათი დაურთო, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-მა ნატოზე 999 მილიარდი დოლარი დახარჯა, გაერთიანებულმა სამეფომ – 90,5 მილიარდი დოლარი, საფრანგეთმა – 66,5 მილიარდი დოლარი, იტალიამ – 48,8 მილიარდი დოლარი, ხოლო პოლონეთმა – 44,3 მილიარდი დოლარი.









