პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, – IBRiS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 59.7% მხარს არ უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას.
გამოკითხულთა 32.3% აცხადებს, რომ “კატეგორიულად წინააღმდეგია”, ხოლო 27.4% – “უფრო წინააღმდეგია”.
ამავდროულად, რესპონდენტთა 35.4% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ შორის 8.4% აცხადებს “კატეგორიულად დიახ”, ხოლო 26.9% – “უფრო დიახ”.
5%-ს საკუთარი პოზიცია არ გააჩნია.
უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერა შედარებით მაღალია პოლონეთის მმართველი კოალიციის პარტიების მხარდამჭერებს შორის: “სამოქალაქო პლატფორმის“, “მემარცხენეების”, “პოლონეთის სახალხო პარტიისა” და “პოლონეთი 2050-ის” მომხრეების 64% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 32% წინააღმდეგია.
საპირისპირო სურათია ოპოზიციურ ამომრჩეველში: “კანონი და სამართლიანობის”, “თავისუფლება და დამოუკიდებლობის”, “პოლონეთის გვირგვინის კონფედერაციისა” და პარტია “ერთად” მხარდამჭერებს შორის უკრაინის გაწევრიანებას მხოლოდ 24% უჭერს მხარს, 73% კი წინააღმდეგია.
ეროვნული მასშტაბის კვლევა IBRiS-მა, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2026 წლის 12-13 ივნისს ჩაატარა.









