23 ივნისი, სამშაბათი, 2026
23 ივნისი, სამშაბათი, 2026

არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიას: თქვენ ადამიანის შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გგონიათ, მაშინ, ზუსტადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნარატივში სხედხართ და კიდევ ერთხელ ადასტურებთ რომ მათი ჩვეულებრივი წარმომადგენლები ხართ

შეუძლებელია ხოლმე, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრთის, „გახარიელების“ გამოსვლას არ გამოეხმაუროს ადამიანი. უბრალოდ, ერთი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ ამ ადამიანებმა და თავიანთი არაკომპეტენტურობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ყველაფერზე ხელმომწერობა დაადასტურონ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ, არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისი განცხადებით, “გახარიელები” ადასტურებენ, რომ ისინი კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან

“ეს ადამიანები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც ერთ მაგალითსაც ვერ მოიყვანენ, მაგრამ, “გახარიელი” რომ საუბრობს, როგორ შეიძლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს და თავისუფალ გამოსვლებზე ჰქონდეს რეაგირება სახელმწიფოსო, ესენი არიან იმ ძალების წარმომადგენლები, რომლის ბელადიც ახლა გაქცეულია ქართულ მართლმსაჯულებას და ბრალდებულია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში და რომელთან დაკავშირებითაც, წლების განმავლობაში გულზე მჯიღის ცემით იმეორებდა, რომ ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელიო და როდესაც პასუხისმგებლობამ მას მიაკითხა სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგ ადგა და ერთ-ერთი ცხოველივით გაიქცა უცხოეთში.

„გახარიელები“ აცხადებენ, რომ განსხვავებული აზრის გამო დევნა ხდება და ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ მაგალითად, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობიდან გამომდინარე, ვინმე საკუთარი გამოხატული აზრის გამო პასუხისგებაში მიცემულიყო და დაკისრებოდა ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო, თუ თქვენ შეურაცხყოფა, ადამიანის ლანძღვა-გინება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გგონიათ, მაშინ, ზუსტადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნარატივში სხედხართ და კიდევ ერთხელ ადასტურებთ რომ მათი ჩვეულებრივი წარმომადგენლები ხართ. საერთოდ, „ნაცებზე“ თქვენროგორ როგორ საუბრობთ? თქვენი ბელადი არ იყო, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ნაცმოძრაობის დამნაშავე თავმჯდომარე ნიკანორ მელიას გადასარჩენად? თან, მანამდე საუბრობდა, რომ თურმე, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩთან წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა გამართული. სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად იყო ზუსტად ეს ყველაფერი, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და შესაბამისად, კონკრეტული დამნაშავეც პასუხისგებაში მიეცა,” – აღნიშნა გორდულაძემ.

მისივე თქმით, სწორედ “ნაცებთან” თანამშრომლობდნენ გახარიას პარტიის წევრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და სახელმწიფოს მიმართ ყველა შეტევაში იღებენ მონაწილეობას. 

“ნაცები” მოიკითხეთ გვერდით, პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენ გვერდით სკამებზე სხედან. აღარაფერს ვამბობ ადეიშვილის მოადგილეზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოში გყავდათ და მუნიციპალიტეტებში ნაცებთან ერთად თანაცხოვრობდით. ყველა შეტევის მონაწილე ხართ სახელმწიფოს მიმართ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ბედავენ, და საუბრობენ კანონის უზენაესობაზე და დემოკრატიის უკუსვლაზე. სხვათა შორის, ეს ის ტერმინოლოგიაა, რომელსაც გარე ძალები ცდილობენ, რომ დაამკვიდრონ 2019 წლიდან მოყოლებული და საინტერესოა, 2020 წელს, თქვენი ბელადი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მაშინ ეთანხმებოდა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა თუ არ ეთანხმებოდა?” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები