22 ივნისი, ორშაბათი, 2026
22 ივნისი, ორშაბათი, 2026

კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.

სტარმერმა აღნიშნა, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ მეფე ჩარლზს დღეს დილით შეატყობინა და „ლეიბორისტული პარტიის“ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა თხოვნით, რომ ლიდერის თანამდებობაზე ნომინანტების წარდგენა 9 ივლისიდან ზაფხულის ბოლომდე იყოს შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ პარტიას ახალი ლიდერი სექტემბრამდე ეყოლება. სტარმერის თქმით, მანამდე ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.

ამგვარად, სტარმერი მესამე პრემიერი გახდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინც თანამდებობა არა არჩევნებში მარცხის, არამედ საკუთარ პარტიაში ნდობის დაკარგვის გამო დატოვა. მოსალოდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს.

ცნობები სტარმერის გადადგომის შესახებ გუშინ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები