კიევში დაძაბული სიტუაციაა – ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა მაიდანი დაიკავეს

კიევში ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს აკონტროლებდნენ, – ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ (UNIAN) ავრცელებს.

დიმიტრი კორჩინსკი, ორგანიზაცია „ბრატსტვოს“ (ძმობის) ლიდერი კიევში გამართული აქციის მიმდინარეობისას კომენტარს აკეთებს. ვიდეოკადრებში ის ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც, მისი მტკიცებით, მიგრაციულ და სოციალურ პროცესებზე უარყოფითად აისახება.

ის ხაზს უსვამს, რომ მისი მხარდამჭერები არიან „თეთრკანიანი ქრისტიანული უკრაინის“ მომხრეები. კორჩინსკი ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციას, რასაც, მისი თქმით, უკრაინის პრაიდის ორგანიზატორები ითხოვენ.

„მე არ ვუჭერ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ვიცავ, რომ უკრაინა „თეთრკანიან ქრისტიანულ ქვეყნად“ დარჩეს“, – განაცხადა დიმიტრი კორჩინსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი...

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით...