ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თვალთვალი შეუძლია – მიზეზად ექსტრემიზმი დასახელდა

ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, AfD-მ თვალთვალის აკრძალვა მოითხოვა, თუმცა პარტიამ პროცესი ქვედა ინსტანციაში წააგო. მიუნხენის სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას.

სასამართლოს განმარტებით, AfD-ის მიერ დასმული კითხვები უკვე განხილული იყო წინა გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, მათი პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

პარტია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გაუმართლებელია. თავის მხრივ, მსგავს მიდგომას იყენებს დაზვერვის სააგენტო, რომელმაც გასულ წელს პარტიის საქმიანობა „დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ მცდელობად“ შეაფასა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს. ჩიხელიძის შეფასებით,...