14 მაისი, ხუთშაბათი, 2026
14 მაისი, ხუთშაბათი, 2026

რუბიო: აშშ იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ჩინეთს, ჰორმუზის სრუტის გახსნაში უფრო აქტიური როლი იკისროს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ იმედოვნებს, რომ შეძლებს ჩინეთის დაყოლიებას იმაზე, რომ მან უფრო „აქტიური როლი იკისროს“ ირანზე ზემოქმედებაში ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით.

„ამ პრობლემის მოგვარება მათსავე ინტერესებში შედის. ვიმედოვნებთ, დავაჯერებთ მათ, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში, რათა აიძულონ ირანი, ხელი აიღოს თავის ამჟამინდელ ქმედებებსა და ზრახვებზე სპარსეთის ყურეში“, – აღნიშნა რუბიომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები