აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მეგობარი იყოს.
„ჩემთვის პატივია ვიყო თქვენთან. ჩემთვის პატივია ვიყო თქვენი მეგობარი, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ტრამპმა პეკინში სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა სი ძინპინს აგრეთვე დიადი ლიდერი უწოდა. „თქვენ დიადი ლიდერი ხართ. ყველას ვეუბნები, რომ თქვენ დიადი ლიდერი ხართ. ხანდახან ადამიანებს არ უყვართ, ასე რომ ვამბობ, მაგრამ მე ამას მაინც ვამბობ, იმიტომ რომ ეს სიმართლეა. მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ“, – დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.









