მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას, იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგიტოვა ეკლესია, რაც დღეს არის ღვთის მადლით, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
მისი თქმით, ეკლესია არის ერთიანი და მყარი.
„დღეს როცა ვისხედით კრებაზე, ვფიქრობდით იმაზე, თუ რა ეკლესია დახვდა პატრიარქს, დღეს როგორი ეკლესიაა. ამდენი ტაძარი, ამდენი მონასტერი. ღვთის მადლით, ჩვენ გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ იმით, რომ ეკლესია არის ერთიანი, მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ. ბედნიერები იყავით და დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელია.
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება.









