სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვა აღევლინება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მივიდა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან: პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.
სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.
წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.









