ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ჟოან პონის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა შედგა.

„ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე, იმ ყველა გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ხვალ გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ოპოზიციის წევრებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...