27 თებერვალი, პარასკევი, 2026
27 თებერვალი, პარასკევი, 2026

საქსტატი: იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები