უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა, რომელშიც კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარს არ დაუჭერს მანამ, სანამ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება.
„ბატონო პრეზიდენტო, ფაქტი ფაქტად რჩება: არ არსებობს ტექნიკური მიზეზი, რის გამოც ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით არ უნდა აღდგეს. ამ საქმეს მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური ნება სჭირდება. როგორც იცით, მე ევროპული საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული და თანმიმდევრული წევრი ვარ. სრულად მესმის თქვენი შეშფოთების. მაგრამ, თქვენც ხედავ ვითარების აბსურდულობას: ჩვენ უკრაინისთვის სასარგებლო ფინანსურ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელსაც მე პერსონალურად არ ვეთანხმები, შემდეგ უკრაინა უნგრეთში ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის, ხოლო თქვენ მთხოვთ, რომ მოვიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. არ ვარ იმ პოზიციაში, რომ მხარი დავუჭირო უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს მანამ, სანა ვითარება არ დარეგულირდება“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ორბანს წერილი მისწერა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემის შესახებ ევროკავშირის შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდა.









