მარკო რუბიო: ჩვენ სულ უფრო ხშირად საკუთარ სუვერენიტეტს გადავცემდით საერთაშორისო ინსტიტუტებს მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა სოციალური უზრუნველყოფის უდიდეს სისტემებში ინვესტიციებს აბანდებდა, რათა თავად დაეცვა საკუთარი თავი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო ხშირად საკუთარ სუვერენიტეტს გადასცემდნენ საერთაშორისო ინსტიტუტებს.

ამავდროულად, როგორც რუბიომ აღნიშნა, სხვა ქვეყნები საკუთარ თავდაცვისუნარიანობას ზრდიდნენ.

„ჩვენ სულ უფრო ხშირად საკუთარ სუვერენიტეტს გადავცემდით საერთაშორისო ინსტიტუტებს მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა სოციალური უზრუნველყოფის უდიდეს სისტემებში ინვესტიციებს აბანდებდა, რათა თავად დაეცვა საკუთარი თავი. და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა სხვა სახელმწიფოები სამხედრო ძალას აძლიერებდნენ და საკუთარი ინტერესების გასატარებლად ხისტი ძალის გამოყენებას არ ერიდებოდნენ“, – განაცხადა რუბიომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა...

გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა - ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც...