10 თებერვალი, სამშაბათი, 2026
10 თებერვალი, სამშაბათი, 2026

შალამბერიძე ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე: შევეცდებით, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ საყურებელი სეირი არ იყოს, არამედ გადაიდგას რეალური ნაბიჯები, რომ ფასებმა დაიკლოს და ბიზნესის ინტერესებიც არ დაზარალდეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ფასების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე ისაუბრა, რომელიც აქტიურ მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროცესი გამჭვირვალე იყოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირ ეთერში პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ საკითხს ეხება. საპარლამენტო კომისია ხელს შეუწყობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში თვალყური მიადევნოს პროცესს და მთლიანად შეხედავენ, პროცესი დასაწყისიდან ბოლომდე როგორ მივა.

დარწმუნებული ვარ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ვიხილავთ კომისიაზე და მთლიანი გუნდით შევეცდებით, რომ ოქრის შუალედი დავიჭიროთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ საყურებელი სეირი არ იყოს, არამედ იყოს რეალურად გადადგმული ნაბიჯები, რომ ფასებმა დაიკლოს და ბიზნესის ინტერესებიც არ დაზარალდეს“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ასევე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს და საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები