დავით ქართველიშვილი McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებაზე: რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთში McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, რომ არა თემურ ჭყონიას ბრძოლა, ეს დღე ვერ დადგებოდა.

დავით ქართველიშვილი იმაზეც საუბრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, McDonald’s-მა 2024 წლის დეკემბერში მიმართა Роспатент-ს დარეგისტრირების შესახებ და ეს განაცხადი ამ ორგანიზაციამ მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა.

რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა. წარსულს ჩაბარდა რუსეთის “Вкусно и точка”. დღეიდან ამ ბრენდს კვლავ ჩაანაცვლებს „Не вкусно – многоточие”, რაც ითარგმნება როგორც McDonald’s-ი.

P.S.: მთავარი დამავიწყდა! ძალიან მნიშვნელოვანია! იმას, რომ რუსეთი ამ ომს ვერ წააგებს – McDonald’s-ი მიხვდა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როდესაც Роспатент-ში დააბრუნა თავისი განაცხადი, რუსეთის ბაზარზე ხელმეორედ ბრენდად დარეგისტრირების თაობაზე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ თვით რუსეთს „ეპარებოდა ეჭვი” საკუთარ გამარჯვებაში, ვინაიდან McDonald’s-ის განაცხადი მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა,”- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...