დავით ქართველიშვილი McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებაზე: რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთში McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, რომ არა თემურ ჭყონიას ბრძოლა, ეს დღე ვერ დადგებოდა.

დავით ქართველიშვილი იმაზეც საუბრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, McDonald’s-მა 2024 წლის დეკემბერში მიმართა Роспатент-ს დარეგისტრირების შესახებ და ეს განაცხადი ამ ორგანიზაციამ მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა.

რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა. წარსულს ჩაბარდა რუსეთის “Вкусно и точка”. დღეიდან ამ ბრენდს კვლავ ჩაანაცვლებს „Не вкусно – многоточие”, რაც ითარგმნება როგორც McDonald’s-ი.

P.S.: მთავარი დამავიწყდა! ძალიან მნიშვნელოვანია! იმას, რომ რუსეთი ამ ომს ვერ წააგებს – McDonald’s-ი მიხვდა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როდესაც Роспатент-ში დააბრუნა თავისი განაცხადი, რუსეთის ბაზარზე ხელმეორედ ბრენდად დარეგისტრირების თაობაზე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ თვით რუსეთს „ეპარებოდა ეჭვი” საკუთარ გამარჯვებაში, ვინაიდან McDonald’s-ის განაცხადი მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა,”- წერს დავით ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ეკა სეფაშვილი: ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს...

„ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი მხრივ, ვითომ დიალოგზე საუბარი და, მეორე მხრივ, იმპერატიული ტონით ულტიმატუმების დაყენება: უკან გავიწვიოთ ჩვენს მიერ მიღებული...

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღეს ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში იმყოფება და, თუ...

„ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დიდი არეულობის მოწმე გავხდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში არ მოსწონთ ბრიუსელის მიერ...

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო  მორჩილი ვასალის...

ევროკავშირის ბიუროკრატიასა და საქართველოს შორის უთანხმოების ძირითადი მიზეზი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან...

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას...

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებული...