არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათ შორის ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსნის შეხვედრის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
„სამუშაო ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს სამუშაო შეხვედრა იყო, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, კვლავ ვართ მოლოდინის რეჟიმში. არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათ შორის ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა წარმოადგენდა. მზად ვართ, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს და გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის“ , – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსნის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.









