შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ჩვეულებრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, ჩვენი მხრიდან გადატვირთვის მზაობა არსებობს

არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათ შორის ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსნის შეხვედრის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

„სამუშაო ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს სამუშაო შეხვედრა იყო, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, კვლავ ვართ მოლოდინის რეჟიმში. არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათ შორის ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა წარმოადგენდა. მზად ვართ, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს და გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის“ , – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსნის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...

ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და...

მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და იმ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართეს,...

ეკა სეფაშვილი: ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს...

„ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი მხრივ, ვითომ დიალოგზე საუბარი და, მეორე მხრივ, იმპერატიული ტონით ულტიმატუმების დაყენება: უკან გავიწვიოთ ჩვენს მიერ მიღებული...

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღეს ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში იმყოფება და, თუ...

„ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დიდი არეულობის მოწმე გავხდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში არ მოსწონთ ბრიუსელის მიერ...