4 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026
4 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026

დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა – თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ

გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმაციას. პირიქით, დემოკრატია ნიშნავს წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ყველა აქტორი ვალდებულია იმოქმედოს კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გერმანიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია აიკრძალა, მიზეზებს შორის კი, სახელმწიფო წესრიგისადმი მტრული ქმედებები იყო, რაც გულისხმობს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების არაღიარებას, ინსტიტუტების ბოიკოტს, პარალელური სტრუქტურების შექმნას და სისტემურ დესტრუქციას.

მისი შეფასებით, ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმაციას. პირიქით დემოკრატია ნიშნავს წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ყველა აქტორი ვალდებულია იმოქმედოს კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში.

გერმანიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია აიკრძალა. მიზეზთა შორის კი სახელმწიფო წესრიგისადმი მტრული ქმედებები იყო: ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების არაღიარება, ინსტიტუტების ბოიკოტი, პარალელური სტრუქტურების შექმნა და სისტემური დესტრუქცია.

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა იმოქმედოს საქართველომ მსგავსი ლოგიკით? დღეს ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტში მუშაობაზე, ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო პროცესს, ქუჩაში „პარალელურ პოლიტიკას“ აწარმოებენ, აყალიბებენ ე.წ. მინისტრთა კაბინეტებს და ცხოვრობენ გამოგონილ პოლიტიკურ რეალობაში. ვხედავთ პირებს, რომლებიც საკუთარ თავს პრეზიდენტად და ქვეყნის მთავარსარდლად მოიხსენიებენ.

ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. თუ ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ.

ოპოზიციის ერთი შეხედვით არაფრის მომცემი პერფორმანსები და უწყვეტი აქციები აზიანებს ქვეყანას. ზარალდება ეკონომიკა, ინვესტორთა ნდობა და ზოგადად სახელმწიფო სტაბილურობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკას თითქმის ორნიშნა ზრდა აქვს რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დესტრუქციის გარეშე ეს ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა და სარგებელს ისევ ქართველი ხალხი მიიღებდა.

მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვას: გარკვეული ჯგუფების აკრძალვა ან პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორება არ ნიშნავს დემოკრატიის დაზიანებას. დემოკრატია არ არის რევოლუციების მუდმივი მცდელობა და სახელმწიფოს ტურბულენტურ ზონაში ყოფნა, დემოკრატია არის დიალოგი, აზრთა მრავალფეროვნება, რაც ინსტიტუციურ სივრცეში, პარლამენტში, საკრებულოებში, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს.“ – წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები