ის ბერკეტი, რაც მას გააჩნია და იყენებს ახალგაზრდების გონების და ტვინის გამოსარეცხად, დასაძრახია, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ილიას უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით.
„გაქვს შესაძლებლობა, ბერკეტი, რომ გავლენა მოახდინო იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც კონკრეტულ სასწავლებლებში სწავლობენ და ბოროტად იყენებ, ეს მორალური კანონის დარღვევაა. ფაქტია, რომ პოლიტიკური აქტივისტი აირჩიეს რექტორად. ის ბერკეტი, რაც მას გააჩნია და იყენებს ახალგაზრდების გონების და ტვინის გამოსარეცხად, დასაძრახია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ნინო დობორჯგინიძე როგორც სოციალურ ქსელში, ისე საპროტესტო აქციებსა და სატელევიზიო ეთერებში, ღიად არის ჩართული და პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავს. გარდა ამისა, პარტია „თავისუფლების მოედანმა“ გაავრცელა ანონსი, სადაც მითითებულია, რომ მათ პოლიტიკურ ღონისძიებებში ილიაუნის რექტორი სპიკერის როლში ერთვება.









