30 დეკემბერი, სამშაბათი, 2025
30 დეკემბერი, სამშაბათი, 2025

საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები