გიორგი ფოფხაძე: “ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ანალენა ბერბოკი კია იშვიათი დებილი. ამ ბოლო მინისტერიალზე იმისთანა სისულელე დააწკვერტა, ბორელმა ფონ დე ლაიენს გადახედა და ურსულამ კიდევ თავი დახარა”

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე  სოციალურ ქსელში ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოსტს ეხმიანება. მეტრეველი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თაობაზე წერდა.

“ანალენა ისე ცოდვა გამხელილი სჯობს და კია იშვიათი დებილი ))))).. ამ ბოლო მინისტერიალზე იმისთანა სისულელე დააწკვერტა, ბორელმა ფონ დე ლაიენს გადახედა და .. ურსულამ კიდე თავი დახარა. ნახშირის შემოტანაზე იყო საუბარი სამხრეთ აფრიკიდან და ტანზანიიდან, გერმანული და ფრანგული თბოელექტორადგურებისთვის და მანდ დააწკვერტა სისულელე, “ეკოლოგიურ ნორმებზე” … – წერს ფოფხაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოსვლამდე აცხადებდა: “ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას, რომელსაც აწყდება შიგნიდან და გარედან – ჩემი ვიზიტისას ვგეგმავ, ხელისუფლებას ვესაუბრო, რა ნაბიჯებს დგამს კანდიდატის სტატუსის მისაღებად”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...