ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა ოქტომბერში გამჭვირვალობის ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხატა პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირში უცხოური ზრდადი ჩარევის პრობლემის მოგვარებას. ახალი წესები ითვალისწინებდა სავალდებულო ეროვნული რეესტრების შექმნას მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი ლობირების აქტივობებისა და მათი დაფინანსების დეტალური აღწერისთვის, რაც გაზრდის საზოგადოებრივ ნდობასა და გამჭვირვალობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, ევრობიუროკრატიის თავხედურ თვალთმაქცობას, რომ მათთვის მისაღებია გამჭვირვალობის კანონი და საქართველოსთვის არა, ნეოკოლონიალიზმის გარდა ფსიქოლოგიური ახსნაც აქვს – კოგნიტური დისონანსი.
„ევრობიუროკრატიის თავხედურ თვალთმაქცობას, რომ მათთვის მისაღებია გამჭვირვალობის კანონი და საქართველოსთვის არა, ნეოკოლონიალიზმის გარდა ფსიქოლოგიური ახსნაც აქვს – კოგნიტური დისონანსი.
თუ ამგვარი დისონანსი არ მოგვარდა, ქრონიკულმა თვალთმაქცობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუჩერებელი თვითმოტყუება, რაციონალიზაციის, თვითშეფასების მკვეთრი დაქვეითება.
ევროკავშირმა საკუთარი გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს – ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა ოქტომბერში გამჭვირვალობის ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხატა პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირში უცხოური ზრდადი ჩარევის პრობლემის მოგვარებას. ახალი წესები ითვალისწინებდა სავალდებულო ეროვნული რეესტრების შექმნას მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი ლობირების (ინტერესების წარმომადგენლობის) აქტივობებისა და მათი დაფინანსების დეტალური აღწერისთვის, რაც გაზრდის საზოგადოებრივ ნდობასა და გამჭვირვალობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა შემოიღეს მკაცრი დაცვის მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგისტრირებული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ნეგატიური ეტიკეტირება (“უცხოელი აგენტების” მსგავსად) და წესები არ გავრცელდება საბაზისო დაფინანსებაზე, რომელიც ლობირებასთან არ არის კავშირში. პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ დაიწყება ინტერინსტიტუციური მოლაპარაკებები.“ – წერს აბაშიძე.









