27 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025
27 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: რადიკალების განცხადებას – „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა” – ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა“

„თქვენ კი ამბობთ, „დავიდოვნა” რუსეთის „სტრატეგიული მარცხის” შესახებ სიბრძნეებს საიდან როშავს – ეგენი ხომ მხოლოდ ერთმანეთს უსმენენ და კითხულობენ. ევროდიპლომატიის თავმა – კაია კალასმა დღეს უკვე მოასწრო სენსაციური განცხადების გაკეთება: „სიცრუეს წარმოადგენს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ბრძოლის ველზე მარცხს განიცდიან”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, რადიკალების განცხადებას – „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა” – ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა“.

„მოსაზრება, რომ უკრაინა აგებს, აბსოლუტური სიცრუეა“, – ბრძანა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო უწყებების მინისტერიალის პრეს-კონფერენციაზე. პირიქით, ახლა უნდა გააძლიეროს ევროპამ რუსეთზე ზეწოლაო. მის განცხადებას აშკარად აკლდა დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება: „თუ არ გჯერათ – დავიდოვნას ჰკითხეთ”. ისე, აქუბარდიას განცხადებას: „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა” – ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები