4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კახა ბექაურმა პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა – Mediatsigniereba.ge გააცნო

ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ერთგვარი ჰაბია, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის აერთიანებს რესურსებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შექმნა მიზნად მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციის ერთიან ონლაინ სივრცეში თავმოყრასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს, ამისთვის კი, მომხმარებელს მუდმივად განახლებად საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს.
კახა ბექაურმა საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე უკვე 100-ზე მეტი რესურსია განთავსებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.