სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტთან “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეები “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს რუსული მთავრობა!”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით აქციები და პროტესტი იქნება უწყვეტი. მან შემდეგი საპროტესტო აქცია ორშაბათს დააანონსა.

ცნობისთვის, პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი Euronews-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ: საერთაშორისო...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, ...