4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: არავინ გეკითხებათ, რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა. დარჩით თქვენ დიპლომატიურ ჩარჩოებში, ეს ქვეყანაა და არა გადახურული ტერიტორია, რომ აქ მენტორული ტონით ისაუბროთ

„ქალბატონო ელჩო, თქვენი “მოღვაწეობის” მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში.“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

ექსპერტის თქმით, ქართველი ხალხი და ხელისუფლება გადაწყვეტს თუ რა კანონი სჭირდება საქართველოს.

„ქალბატონო ელჩო, თქვენი “მოღვაწეობის” მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში. თქვენ არავინ გეკითხებათ, რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება. დარჩით თქვენ დიპლომატიურ ჩარჩოებში, ეს ქვეყანაა და არა გადახურული ტერიტორია, რომ აქ მენტორული ტონით ისაუბროთ.“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.