1 მაისი, ხუთშაბათი, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 29 აპრილს სხვადასხვა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკას ეხმიანება. ექსპერტი ევროპულ ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტების ჩამონათვალს აკეთებს და დეტალურად აღწერს, თუ რა ზომები მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემოკრატიულმა ხელისუფლებებმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მათ ქვეყნებში არეულობებს აფინანსებდნენ.

„გუშინ, “2025”-იანი წლების გადასახედიდან “გევურქ გევურქოვის” შთამომავლები (სახლის კი არა – სახლების მეპატრონეები) გვმოძღვრავდნენ “1937”-იანი წლების თაობაზე. როგორც ჩანს, ევროკავშირის დემოკრატიული რეჟიმების პრეცედენტებზე სურდათ ჩვენი ინფორმირება, მაგრამ მწირმა ლექსიკურმა მარაგმა არ მისცა მათ ამის შესაძლებლობა. დავეხმაროთ მათ შერჩევით დემენციას. დიახ, რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში (მათ შორის პროტესტების დაფინანსებით, პოლიტიკური აქტივობისა და მედიის მხარდაჭერით) მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს:

✅ უნგრეთი (2014–დღემდე): ბრძოლა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ – ვიქტორ ორბანის მთავრობა ხშირად ადანაშაულებდა ჯორჯ სოროსთან დაკავშირებულ ფონდებს (განსაკუთრებით Open Society Foundations) ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. 2014 წელს უნგრეთის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკები არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში, რომლებიც ნორვეგიული ფინანსური გრანტებით (Norwegian Grants) ფინანსდებოდნენ. რამდენიმე ფონდს გაუყინეს ანგარიშები და “უცხოელი აგენტების” სტატუსი მიანიჭეს. 2017 წელს მიღებულ იქნა ე.წ. “სოროსის საწინააღმდეგო კანონი”, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საჯარო დეკლარირებას ავალდებულებდა.
შედეგად, Open Society Foundation-მა 2018 წელს დატოვა უნგრეთი და ოფისი ბერლინში გადაიტანა.

✅ პოლონეთი (2017–დღემდე): გრანტების კონტროლი – მმართველი პარტიის „კანონი და სამართალი“ დროს გააქტიურდა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების კრიტიკა. 2017 წელს შეიქმნა “თავისუფლების ეროვნული ინსტიტუტი”, რომელიც გრანტების განაწილებას აკონტროლებს. გრანტების ნაწილი, რომელიც ადრე მხოლოდ ლიბერალურ ორგანიზაციებზე მოდიოდა – გადანაწილდა ასევე კონსერვატიულ ფონდებზე. რამდენიმე ორგანიზაციის მიმართ დაიწყო აუდიტი და საგადასახადო შემოწმება, მათ შორის “პრო-ლგბტ” ორგანიზაციების.

✅ საფრანგეთი (2023): “ეკო-ექსტრემისტების” დაფინანსების კონტროლი – რადიკალური ეკოლოგიური აქტივისტების პროტესტების (მაგ. სენ-სოლენში) შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო მათი დაფინანსების გამოძიება. 2023 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა გამოაცხადა, რომ იწყება ეკო-ექსტრემიზმის დაფინანსების წყაროების გამოძიება. ჩატარებულ იქნა აუდიტები და ფინანსური შემოწმებები, მიზნად დასახული იყო – გამოევლინათ მოდიოდა თუ არა დაფინანსება უცხოეთიდან.

✅ გერმანია: გერმანიის შიდა დაზვერვა (BfV) აკვირდება ორგანიზაციებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მავნე ქმედებებში. არაერთი ისლამური ფონდი, რომელიც დაფინანსებას თურქეთიდან ან არაბულ ქვეყნებიდან იღებდა, მოხვდა ფინანსური კონტროლის ქვეშ. ასევე, გამოიკვლიეს ულტრამემარცხენე მოძრაობების დაფინანსება, რომელიც გაუმჭვირვალე გზებით ხორციელდებოდა.

✅ საბერძნეთი (2016–2020): მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებული ფონდის საქმეები – საბერძნეთის ხელისუფლებამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაადანაშაულა ლტოლვილების დახმარებაზე თანხების ბოროტად გამოყენებაში და პერიოდული არეულობების პროვოცირებაში. 2020 წელს, საბერძნეთის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ფინანსური გამოძიებები და გაყინა რამდენიმე ორგანიზაციის ანგარიშები. რამდენიმე ორგანიზაცია აიკრძალა, ზოგიერთი თანამშრომელი კი გადასახლდა ან დაისაჯა,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები