1 მაისი, ხუთშაბათი, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პროცენტით შესრულდა.

„საქართველოს ეკონომიკა მარტში 9 პროცენტით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3 პროცენტით გაიზარდა
მხოლოდ ფაქტები რეალობისა და მითების განსასხვავებლად:
მითი:
საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა – 3.4 პროცენტი იქნება
რეალობა:
საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა (I კვარტალი)
IMF, WB, EBRD, ADB – საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5.5-6 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებენ
მითი
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაფიქსირდება – 1 აშშ დოლარი = 3.1 ლარს
რეალობა
1 აშშ დოლარი = 2.75 ლარს
მითი
სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი 1.3 – 1.6 მილიარდი დოლარი იქნება
რეალობა
სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1 პროცენტით შესრულდა (I კვარტალი)“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები