მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, – განცხადებას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქვეყნებს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – წერს პრეზიდენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება და მომავალ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ჩამოთვალა ის გარემოებები, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს....