რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაზე მიიწვია, რათა განიხილოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაზე მიიწვია, რათა განიხილოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება.

„შეხვედრა სლოვაკეთის ტერიტორიაზე, სლოვაკეთისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვართან შეიძლება შედგეს. სიმბოლურია, რომ სლოვაკეთში მოგზაურობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირი სარკინიგზო გზა კიევიდან კოშიცამდე, რაც ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

ფიცომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირს, სლოვაკეთსა და თავად უკრაინასაც კი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ სურს დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...