დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას არ სცნობს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას არ ცნობს და ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესს მოიხსენიებს.

„შეერთებულ შტატებში მცხოვრები ვენესუელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას და მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ამ მამაც ადამიანებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-მა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას. გარდა ამისა, აშშ ამატებს ახალ ჯილდოს 15 მილიონი დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიწვევს თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ პადრინოს დაპატიმრებას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...